ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს სოფელ შრომასა და კონჭკათში გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
ამ დროისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზები გაიწმინდა; სოფელ კონჭკათში და შრომაში ხდება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელში გრძელდება მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგება.