ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ მყოფ ავღანეთში ელჩი მიავლინა

ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ მყოფ ავღანეთში ელჩი მიავლინა

ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ მყოფ ავღანეთში ელჩი მიავლინა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„თალიბანის“ ლიდერებმა ჩინელი დიპლომატი ჟაო ძინი ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს. ოფიციალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ დეფაქტო პრემიერ-მინისტრი მოჰამად ჰასან ახუნდი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაქი.

თალიბები აცხადებენ, რომ ჩინეთის მიერ ავღანეთში ელჩის დანიშნვა სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი უნდა გახდეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პეკინი ავღანეთთან დიალოგსა და თანამშრომლობას გააგრძელებს. მათივე თქმით, ჟაო ძინის დანიშნვა ელჩების სტანდარტული როტაციის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ „თალიბანის“ ხელისუფლება დღემდე არცერთ უცხო ქვეყანას არ უღიარებია, თუმცა ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ თალიბებთან ურთიერთობა დაამყარა.