იტალიის თავდაცვის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიური გამოსავალი 7-8 თვეში გამოიძებნება

იტალიის თავდაცვის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიური გამოსავალი 7-8 თვეში გამოიძებნება

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად დიპლომატიური გამოსავალი 7-8 თვეში გამოიძებნება. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ წამოწყებული კონტრიერიში „პარკში გასეირნება არაა“.

„იტალია იმედოვნებს, რომ უახლოეს 7-8 თვეში გამოიძებნება კონფლიქტის მოგვარების გამოსავალი. მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა, რომ რუსეთმა თუნდაც ერთი დღით უკრაინის დაბომბვა შეწყვიტოს“, - აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი.