თეთრი სახლი: წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ 9 თვის განმავლობაში იძიებდნენ პრეზიდენტის საქმიანობას, თუმცა მტკიცებულება ვერ იპოვეს

თეთრი სახლი: წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ 9 თვის განმავლობაში იძიებდნენ პრეზიდენტის საქმიანობას, თუმცა მტკიცებულება ვერ იპოვეს

ზედამხედველობისა და გამოძიების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა, იენ სემსმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკელები" 9 თვის განმავლობაში იძიებდნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, თუმცა მტკიცებულება ვერ იპოვეს.

იენ სემსის თქმით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ კენჭისყრა დააანონსა იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად, თუმცა ახლა აზრი შეიცვალა, რადგან მხარდაჭერა არ აქვს.

მანამდე კევინ მაკარტიმ მხარი დაუჭირა გამოძიების დაწყებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.

კევინ მაკარტის თქმით, კანონმდებლებმა საკმარისი ინფორმაცია შეაგროვეს იმის შესახებ, რომ ბაიდენმა მოატყუა ამერიკელები, როდესაც განაცხადა, რომ არ იცოდა მისი ოჯახის წევრების ბიზნესის შესახებ.