ლიბიაში, ძლიერი შტორმის შედეგად დატბორილ ქალაქ დერნაში გარდაცვლილთა რიცხვმა 5300-ს გადააჭარბა

ლიბიაში, ძლიერი შტორმის შედეგად დატბორილ ქალაქ დერნაში გარდაცვლილთა რიცხვმა 5300-ს გადააჭარბა

ლიბიაში, ძლიერი შტორმის შედეგად დატბორილ ქალაქ დერნაში გარდაცვლილთა რიცხვმა 5300-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიშემ აბუ ჩკიუატის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.

გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 34 000 ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი, კიდევ 10 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.