ლარის ისტორია 1991 წლიდან იწყება, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და საჭირო გახდა ისეთი ატრიბუტიკის შექმნა, როგორიცაა: გერბი, დროშა, ჰიმნი და ეროვნული ვალუტა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, შეწყდა რუბლის მიწოდება და ქვეყანაში ქაღალდის ფული ფიზიკურად აღარ დარჩა. იმ პერიოდში ელექტრონული გადარიცხვები არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, ხალხი პენსიას და ხელფასსაც ვერ იღებდა. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, დადგა დროებითი ვალუტის - კუპონების შექმნის აუცილებლობა, რომლის პირველი პარტია ინგლისში დაბეჭდეს და საქართველოში მიმოქცევაში ჩაუშვეს.
იმ პერიოდის ეროვნულ ბანკს ფულის დიდ მასასთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა. გახშირდა ფულის არამიზნობრივი ბეჭდვა/ჩუქება და ქვეყანაში 7,000%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.
1995 წლიდან ჰოლანდიის და საფრანგეთის დახმარებით, პირველად დაიბეჭდა ეროვნული ვალუტა ,,ლარი“, რომელიც დღემდე ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალებაა (ლარი ქართული სიტყვაა და ქონებას, განძს ნიშნავს, ხოლო „თეთრი“ ლარის მეასედი ნაწილია).
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლიდან დაიწყო. ვალუტის გაუფასურების მიზეზი შეიძლება გახდეს ფუნდამენტური და სპეკულაციური ფაქტორები. გარდა ამისა, კურსის ცვლილებაზე მოქმედებს:
- სახელმწიფო ვალი;
- ვალუტის მიმართ არსებული მოლოდინები;
- იმპორტ-ექსპორტის ბალანსი;
- ეროვნული ბანკის ღონისძიებები;
- პოლიტიკური სტაბილურობა;
2022 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, რაზეც გავლენა რუსეთ-უკრაინის საომარმა მოქმედებებმა მოახდინა. ქვეყანაში უცხოელების შემოდინებამ და მათ მიერ განხორციელებულმა გადახდებმა ვალუტის კურსის გამყარებას შეუწყო ხელი.
MBC-ის ვალუტის კურსი
თუ ვალუტის გადაცვლა ხშირად გიწევთ ან ფულად გზავნილებს იღებთ, მომგებიანი ვალუტის კურსით სარგებლობა თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. წარმატებული საფინანსო ორგანიზაცია ემბისი ვალუტის კონვერტირების ორ გზას გთავაზობთ:
- ვალუტის გადაცვლა დისტანციურ რეჟიმში;
- ვალუტის კონვერტაცია მომსახურების ცენტრებში;
ნებისმიერ შემთხვევაში, მომგებიანი კურსით ისარგებლებთ და უფასო კონსულტაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ. კომპანიის გუნდი ნებისმიერი ფინანსური საკითხის შესახებ რეკომენდაციებს გაგიწევთ და ეფექტური მოქმედების საშუალებას მოგცემთ. თქვენ არ იხდით დამატებით საკომისიოს და ვალუტის კურსის კონვერტაცია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. ონლაინ კონვერტაცია შეგიძლიათ აშშ დოლარში, ლარში, ევროსა და რუსულ რუბლში განახორციელოთ.
კომპანია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, ამიტომ მომსახურების ცენტრში ვიზიტიც კომფორტული და სწრაფია. ემბისი მომხმარებელთა მოთხოვნებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. შესაბამისად, სერვისები და პროდუქტები მრავალი წელია ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.