,,ფონდი “ქართუ”-ს მხარდაჭერით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ველურ ბუნებაში გავუშვით ხოხბები, რომლებიც გურიის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა.
ბოლო პერიოდში, აღნიშნული ფრინველის რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული და მისი გამრავლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ფრინველის მოშენების ინიციატივა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მინდა პირადად მას და ფონდ ,,ქართუ”-ს გადავუხადო მადლობა გურიის რეგიონის და არა მარტო გურიის რეგიონის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
აღნიშნული აქცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ველურ ბუნებაში ფაუნის გამრავალფეროვნებას და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის”,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.