აქტიურად გრძელდება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პარტია ,,ქართული ოცნების“, მუნიციპალიტეტებისა და კერძო პირების ინიციატივით შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების დარიგება.
სტიქიით დაზარალებულებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აწვდიან. ხუთის დღის განმავლობაში დახმარება 860-მა ოჯახმა მიიღო.
ზემოთ აღნიშნულ აქციას აბაშის, სენაკის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბნის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, სტიქიის პირველივე დღიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში და შესაბამის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ცხელი ხაზის ნომრებია:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: 551 38 38 05
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 577 60 1 304
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: 599 05 87 00