საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესის მხრდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი Wolt-თან პარტნიორობის ფარგლებში, იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ, Wolt Drive-ის სერვისით სარგებლობის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
Wolt Drive საქართველოს ბანკისა და Wolt-ის პარტნიორობით შექმნილი B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს მომხმარებლისთვის შეკვეთის მიტანა 30 წუთში შეუძლია. Wolt-ის ამ სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს, ასევე ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით.
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება პირველი სამი თვის განმავლობაში Wolt Drive-ის მეშვეობით გაგზავნილი პირველი 30 შეკვეთის უფასო მიტანას, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში კი 15%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს Wolt Drive API ინტეგრაციის თანადაფინანსებასაც სთავაზობს, რომელიც კვირის განმავლობაში შესრულებული შეკვეთების ოდენობის მიხედვით განსხვავდება. თანამშრომლობის მეორე კვარტლიდან კი ბიზნეს მომხმარებლები შეკვეთების რაოდენობის შესაბამისად, მიტანის საფასურზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ,
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ და შევთავაზოთ Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობები. საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ბიზნესის გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა. ეს ყოველივე ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებებლობების შექმნას და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებს. Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი მომხმარებლისთვის შეკვეთის ადგილზე მიტანას 30 წუთში შეძლებს, მათ შორის ის მცირე მეწარმეებიც, რომლებსაც საკუთარი ონლაინ პლატფორმა არ აქვთ და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ.“ - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა.
Wolt-ის გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია კი აღნიშნავს: „დღეს ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული სწრაფ და მოხერხებულ მიტანის სერვისზე. თუმცა, საკუთარი მიწოდების სერვისის შექმნა არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive, რომელსაც ლოკალურად უკვე მრავალი კომპანია იყენებს. Wolt Drive საშუალებას აძლევს ბიზნესს კონცენტრირდეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე, რადგან შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt-ი საკუთარ თავზე იღებს.“
გარდა მიტანის უსწრაფესი სერვისისა, მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive იძლევა შეკვეთის რეალურ დროში თვალყურის დევნების საშუალებას, როგორც მომხმარებლის, ისე სავაჭრო ობიექტისთვის. Wolt Drive ასევე იძლევა ინტეგრაციის შესაძლებლობას ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა WooCommerce და Shopify. Wolt Drive საქართველოს ცხრა ქალაქშია ხელმისაწვდომი, ესენია: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა დატოვოთ განაცხადი, მეტი ინფორმაციისთვის კი - ეწვიეთ ბმულს.