ამერიკელი მკვლევარი მარკ დიკი, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა გამოქვაბულში იყო ჩარჩენილი, მაშველებმა ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა.
40 წლის სპალეოლოგმა მორკას ღრმულში 9 დღე გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დახმარებას მას ადგილზე, 1040 მეტრის სიღრმეზე უწევდნენ.