კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას იაპონურ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი პირადი ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით.

კრემლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.