რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.