ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი „ტვიტერის” გვერდზე წერს.
ბორელის თქმით, ის ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს და გამოხატა შეშფოთება ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.