ნიკა მელიას საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კვლავ გაჩნდა კითხვები ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, რომელიც ნიკა მელიას გამო მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგა.
გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.