დავით უსუფაშვილი: ევროპისკენ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები და საქართველო ევროპული უსაფრთხოების ქოლგას შევაფაროთ

დავით უსუფაშვილი: ევროპისკენ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები და საქართველო ევროპული უსაფრთხოების ქოლგას შევაფაროთ

ევროპისკენ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები და საქართველო ევროპული უსაფრთხოების ქოლგას შევაფაროთ, ვაზიაროთ იმ კეთილდღეობასა და თავისუფლებას, რაც ევროპაშია, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

„ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემები. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. პირადად მე ვთქვი, რომ დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რაც 2008 წელს ბუქარესტში, ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ევროპისკენ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები და საქართველო ევროპული უსაფრთხოების ქოლგას შევაფაროთ, ვაზიაროთ იმ კეთილდღეობასა და თავისუფლებას, რაც ევროპაშია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.