თინა ბოკუჩავა: ვალდებულებების შესრულება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა - ეს იყო მთავარი გზავნილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან

თინა ბოკუჩავა: ვალდებულებების შესრულება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა - ეს იყო მთავარი გზავნილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან

ვალდებულებების შესრულება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა - ეს იყო მთავარი გზავნილი უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„და რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი, რომელიც დამსახურების მიხედვით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაბრალების პოლიტიკა ვერ უშველის ამ პროცესს. ერთადერთი რაც შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება კანდიდატის სტატუსი მინიჭებით, არის რეკომენდაციების შესრულება“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. ჯოზეფ ბორელს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ.