საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეწვია

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეწვია, რომელსაც სასაზღვრო ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი არმენ აბრამიანი ხელმძღვანელობს. ვიზიტი ქართული მხარის მოწვევით ხორციელდება და გაცნობით ხასიათს ატარებს.

ვიზიტის ფარგლებში, სომეხი კოლეგები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურს შეხვდნენ.

დღესვე სტუმრები სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ პირებთან ერთად მიიღო. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს შორის სასაზღვრო საკითხებში 2014 წლის ერთობლივ ღონისძიებათა“ გეგმას. მხარეებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ქართულმა მხარემ სასაზღვრო პოლიციის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია საქართველოს 26 სექტემბერს დატოვებენ.