ილონს მასკის ბიოგრაფიულ წიგნში, რომელსაც ამერიკელი ჟურნალისტი წერს, აღნიშნულია, რომ მასკმა 2022 წელს „სტარლინკის“ გათიშვით ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა

ილონს მასკის ბიოგრაფიულ წიგნში, რომელსაც ამერიკელი ჟურნალისტი წერს, აღნიშნულია, რომ მასკმა 2022 წელს „სტარლინკის“ გათიშვით ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა

ილონ მასკმა 2022 წელს „სტარლინკის“ გათიშვით ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა. ამის შესახებ ამერიკელი ჟურნალისტი უოლტერ აიზეკსონი ბიოგრაფიულ წიგნში წერს, რომელიც ილონ მასკის ცხოვრებას ასახავს.

წიგნში მოთხრობილია, რომ მასკმა თავის ინჟინრებს ფარულად უბრძანა ყირიმის სანაპიროებზე „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის ქსელი გაეთიშათ, რათა ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო-საზღვაო ფლოტზე საზღვაო დრონების გამოყენებით თავდასხმა ჩაეშალა. აიზეკსონის მტკიცებით, მასკის გადაწყვეტილება რუსეთის საპასუხო ქმედებისადმი შიშით იყო გამოწვეული, რადგანაც მსგავს ვითარებაში რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლო.