თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა, თურქეთის ევროკავშირში მისაღებად გაბედული ნაბიჯები გადადგან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა, თურქეთის ევროკავშირში მისაღებად გაბედული ნაბიჯები გადადგან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა, თურქეთის ევროკავშირში მისაღებად გაბედული ნაბიჯები გადადგან.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის გარეშე გლობალური მოთამაშე ვერ იქნება. თურქეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ანკარა და ბრიუსელი მოლაპარაკებას დაიწყებენ საბაჟო კავშირის შესაძლო განახლების შესახებ, რომელიც ძალაში 1995 წელს შევიდა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაური თურქი ბიზნესმენებისა და სტუდენტებისთვის სავიზო შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.