კუბაში დააკავეს 17 ადამიანი, რომლებიც კუბელებს რუსული არმიის რიგებში უკრაინაში საომრად აგზავნიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კუბის შს მინისტრის, სეზარ როდრიგესის განცხადებით, დაკავებულებს შორისაა დანაშაულებრივი ქსელის სავარაუდო ორგანიზატორიც.
პროკურორ ხოსე ლუის რეიესის განცხადებით, საქმის ფიგურანტებს 30 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.