არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს - ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია და არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული - თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენი შეფასება არის ობიექტური“, - აღნიშნა ბორელმა.