დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს ვეთანხმები, რომ სადაც ჩასასვლელია, უნდა ჩავიდეთ და რაც გასათხრელია, ყველგან უნდა გავთხაროთ

დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს ვეთანხმები, რომ სადაც ჩასასვლელია, უნდა ჩავიდეთ და რაც გასათხრელია, ყველგან უნდა გავთხაროთ

პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის სპეციალისტი არ არის, მაგრამ ამ დროს, ასეთ ვითარებაში იმპიჩმენტის თემაზე საუბრის დაწყება პრობლემური და ნეგატიური მესიჯია, რაც ევროპაში მიიღეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი მიმართა „პრეზიდენტული პოზიციის დაკავების კიდევ ერთი მაგალითი იყო“.

„მე კრიტიკულ ვითარებაში ვიზიარებ და ვეთანხმები პრეზიდენტის მიდგომას, რომ სადაც ჩასასვლელია, ყველგან უნდა ჩავიდეთ, რაც გასაკეთებელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და რაც გასათხრელია, ყველგან უნდა გავთხაროთ, რათა საქართველომ ევროპული ოჯახისკენ ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

Gami ამას სად აქვს გათხრილი?
1 წლის უკან