თქვენს მხარეს ვართ, რომ ქვეყანაში თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში. ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში. თქვენს მხარეს ვართ, რომ ქვეყანაში თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში. ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის“, - აღნიშნა ბორელმა.