საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის კოლეგას - ესტონეთის შს მინისტრ კენ-მარტი ვაჰერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ბოლოდროინდელ მოვლენებს შეეხო. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები.

ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების ცენტრს ეწვია და მის მუშაობას გაეცნო.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ელმარ ვაჰერს.

მინისტრმა შეხვედრები გამართა ლატვიაშიც, სადაც თავის კოლეგას, ლატვიის შს მინისტრს და სახელმწიფო პოლიციის უფროსს შეხვდა. მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები ლატვიის თავდაცვის სამინისტროში.

შეხვედრებზე ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას და „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 28 სექტემბერს დასრულდება.