შვეიცარიაში მყინვარები უპრეცედენტო სისწრაფით დნება

შვეიცარიაში მყინვარები უპრეცედენტო სისწრაფით დნება

შვეიცარიაში მყინვარები უპრეცედენტო სისწრაფით დნება. ქვეყნის მყინვარების მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მხოლოდ ერთ ლოკაციაზე ყინულის სიმაღლემ ორი მეტრით იკლო.

მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შვეიცარიაში და მთლიანად ევროპის კონტინენტზე რეკორდულად ცხელი ზაფხულის გამო, ყინულის დნობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2023 წლის სრულ და ზუსტ მონაცემებს სექტემბრის ბოლოს შეადგენენ, თუმცა შვეიცარიელი მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ მყინვარების დნობის წლევანდელმა სტატისტიკამ შესაძლოა 2022 წლის მონაცემებს გადააჭარბოს. გასულ წელს კი ამ მხრივ, ბოლო ათწლეულის რეკორდი დაფიქსირდა.