Politico: ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალს სექტემბერში წარუდგენენ

Politico: ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალს სექტემბერში წარუდგენენ

აშშ-ის ფედერალური პროკურატურა აპირებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალდება წარუდგინოს. ამის შესახებ გამოცემა Politico სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

გამცოემის ცნობით, საქმე ეხება 2018 წლის ოქტომბერში ჰანტერ ბაიდენის მიერ შეძენილ იარაღს.

პროკურორის, ლეო უაიზის განცხადებით, ფედერალური მთავრობა ჰანტერ ბაიდენს ბრალდებას დელავერის შტატში წარუდგენს. პროკურორის თქმით, ბრალის წარდგენის საბოლოო ვადად მთავრობას 29 სექტემბერი აქვს განსაზღვრული.