საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონალები დაემატა

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონალები დაემატა

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას. ამჯერად, ბიზნეს მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონლი დაამატა, ესენია :

  • საკრედიტო ხაზი - კომპანიებს შეუძლიათ აითვისონ ან დაფარონ მათთვის სასურველი თანხა, დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი საჭიროებისთვის. პროცენტს კი იმის მიხედვით გადაიხდიან, თუ რამდენი დღით აქვთ აღებული თანხა საკრედიტო ხაზიდან;
  • ბიზნეს ანაბარი - კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გახსნან ბიზნეს ანაბარი საქართველოს ბანკში და შეინახონ თავისუფალი თანხა საიმედოდ. ლარში ვადიანი  ანაბრის ონლაინ გახსნისას კი მიიღებენ მიიღებენ ეფექტურ 10.85%-ზე დამატებით   0.25% - იან  სარგებელს.
  • მომენტალური სესხი - კომპანიებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საერთო ფინანსურ ჯგუფს ან ჰყავთ საერთო დირექტორი, ბიზნეს მობილბანკის საშუალებით შუძლიათ წინასწარ დამტკიცებული საერთო ფინანსური ლიმიტის ნახვა და მაქსიმალური თანხის ათვისება.

შეგახსენებთ, ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,   გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance - მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და არსებული პროდუქტების განვითარებაზე. დროის დაზოგვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობისათვის ჩვენ ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დავამატეთ. მათი მეშვეობით, კომპანიებს შეუძლიათ, მარტივად ისარგებლონ მათთვის სასურველი საბანკო სერვისით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ლოკაციიდან. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის“ - განაცხადა ცირა ლოლაძემ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის ლიდმა.

ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს და არ გამოგრჩეთ სიახლეები : https://business.bog.ge/AMgK