პაატა მანჯგალაძე: რუსობა, სიხარბე, ძალადობა ესაა ხელისუფლების მთავარი სახე და ნიშანი - მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის

პაატა მანჯგალაძე: რუსობა, სიხარბე, ძალადობა ესაა ხელისუფლების მთავარი სახე და ნიშანი - მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი და „გამარჯვების პლატფორმის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, ჩოხატაურში მოსახლეობას ხვდება. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობა არავის შერჩება.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები პირდაპირ ასახავს „ქართული ოცნების" რეალურ სახეს.

„ჩვენ, დღეს, „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერები, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებთან ერთად, ჩოხატაურიდან ხელისუფლებას, მის ყველა მოძალადესა და კორუმპირებულ ჩინოვნიკს ვუგზავნით გზავნილს, რომ მათ ხალხის უნდა ეშინოდეს. არავის უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ძალადობა და მათ მიერ ხალხის ძარცვა შერჩება. წარმოგიდგენიათ ხელისუფლების და მისი ჩინოვნიკების სიხარბე, როცა 21-ე საუკუნეში, დღისით ჩოხატაურში ისაკუთრებენ ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერს. ეს არის ფსკერი, ეს არის „ქართული ოცნების“ გაუმაძღრობის პირდაპირი გამოვლინება. რუსობა, სიხარბე, ძალადობა - ესაა ხელისუფლების მთავარი სახე და ნიშანი. რა თქმა უნდა, ეს მას არ შერჩება, ხალხი ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მისია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

amo ლაყაფ ტრესტი
1 წლის უკან
ცუგო- ეხლა სასაცილოა ეს ხალხი, მაგრამ თუ ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, რაც ღმერთმა დაიფაროს, უმალ საშიშნი და სისხლისმსმელები გახდებიან.
1 წლის უკან