თინა ბოკუჩავა: მე პირადად პრეზიდენტს ძალიან ვაკრიტიკებდი, მათ შორის, მის პოზიციონირებაზე 2008 წლის ომთან მიმართებაში, მჯერა, რომ მან ბევრი რამ შესაძლოა კიდეც გადააფასა

თინა ბოკუჩავა: მე პირადად პრეზიდენტს ძალიან ვაკრიტიკებდი, მათ შორის, მის პოზიციონირებაზე 2008 წლის ომთან მიმართებაში, მჯერა, რომ მან ბევრი რამ შესაძლოა კიდეც გადააფასა

მე პირადად პრეზიდენტს ძალიან ვაკრიტიკებდი, მათ შორის, მის პოზიციონირებაზე 2008 წლის ომთან მიმართებაში, მჯერა, რომ მან ბევრი რამ შესაძლოა კიდეც გადააფასა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„მე პირადად პრეზიდენტს ძალიან ვაკრიტიკებდი, მათ შორის, მის პოზიციონირებაზე 2008 წლის ომთან მიმართებაში და ჩემთვის ძალიან საგულისხმო იყო მათ შორის ის 26 მაისის მიმართვა, რომელიც მოვისმინე პრეზიდენტის მხრიდან. მე მჯერა, რომ მან ბევრი რამ შესაძლოა კიდეც გადააფასა ამ თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გულწრფელი ვარ, ბევრ რამეში თავს ნამდვილად ვერ ვიქებ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა საზოგადოების წინაშე, რომ ჩემს ყველა კომენტარში ვარ გულწრფელი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.