ქართული ოპოზიცია, მათი ტელევიზიები და სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის თანხმობის გარეშე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებში წასვლა იმას ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს.
„რადგან რაღაც იმედი გაჩნდა, რომ შეიძლება გლობალური ომის პარტიის, მისი ქართველი აგენტურის ზრახვები სისრულეში არ მოვიდეს და ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამ ფონზე ერთადერთი მიზანი შესაძლოა, ისიც კი იყოს, რომ მან მიიწეროს ეს პოზიტიური გადაწყვეტილება, თუმცა, საზოგადოება ხომ ხედავს ვინ რას აკეთებს. ქართული ოპოზიცია, მათი ტელევიზიები და სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ განზრახვის გაშიფვრა მარტივად როდესაც შეიძლება, მთავრობის არდათანხმებაც ლოგიკურია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.