ჩემი აზრით, ტელევიზია - „მთავარი არხი“ არის „ნაცმოძრაობა“. ეს ჩემი აზრია და როგორც თავის დროზე თქვენი ხელმძღვანელები უზღუდავდნენ აზრის გამოთქმას ადამიანებს, ახლა თქვენ ნუ შემიზღუდავთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
„ნაცმოძრაობა ყოველთვის იქნება „მთავარი არხი“ და ნუ შემიზღუდავთ აზრის გამოთქმას. 2012 წლამდე ამას აკეთებდნენ ტყვიით, ცოცხით, „კასტილებით“ და 1000 უბედურებით, ახლა თქვენ აკეთებთ იმავეს სიტყვით. როგორ შეიძლება, რომ დეპუტატს სიტყვის თავისუფლებას უზღუდავთ?!“, - მიმართა მდინარძემ ჟურნალისტს.