ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 111 ადამიანი. ჯერ ისევ უცნობია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ დროისთვის 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ათასობით ადამიანი კი ამ დრომდე თავშესაფრის მოლოდინშია. ადგილობრივები ფედერალურ მმართველობას არა სათანადო დახმარებაში ადანაშაულებენ.