ჯო ბაიდენი: რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან ის თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწევს

ჯო ბაიდენი: რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან ის თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწევს

რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან ის თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან კემპ დევიდში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე სასაცილო უწოდა პუტინის არგუმენტაციას ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

„რუსეთმა უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა, რომლის შესახებაც აცხადებდა. ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა ბაიდენმა.