კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პირველ მიწისქვეშა ბიძგებს მალევე მოჰყვა განმეორებითი ბიძგები. სტიქიის ეპიცენტრი ბოგოტიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, კალვარიოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ვრცელდება ცნობები მეწყრის საშიშროებაზეც. კოლუმბიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებულია. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.