რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვთან დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვთან დრონი გაანადგურეს

რუსეთი მოსკოვზე დრონებით მორიგი თავდასხმის შესახებ იტყობინება. რუსული მედია, თავდაცვის სამინისტროსა და მოსკოვის მერზე დაყრდნობით იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა.

უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები ექსპოცენტრის ზონაში დაეცა, შენობას მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.