კანადის პროვინციაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა

კანადის პროვინციაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა

კანადის პროვინცია ბრიტანულ კოლუმბიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ცეცხლი ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო კიდევ უფრო გაძლიერდა, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. სტიქიის ზონაში ცეცხლის ათასზე მეტი კერაა. სამაშველო ოპერაცია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, ექსპერტები ბოლო პერიოდში ტყის ხანძრების გახშირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.