კარტოფილი ბატკნის ხორცითა და კვერცხით

კარტოფილი ბატკნის ხორცითა და კვერცხით

ინგრედიენტები

1   კგ. ბატკნის ხორცი

1   კგ. კარტოფილი

3   თავი ხახვი

50   გრამი კარაქი

100   გრამი რძე

5   ცალი კვერცხი

1   კონა კამა

1   კონა ოხრახუში

1   კონა ტარხუნა

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადებ

ახალი კარტოფილი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.

ცალკე ხახვსა და კარაქში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ბატკნის ხორცი და შეურიეთ მოხარშულ კარტოფილს. შეაზავეთ კამით, ოხრახუშითა და ტარხუნით.

მოათავსეთ შეზავებული ხორცი ტაფაზე, მოასხით რძეში გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში.

როდესაც დაიბრაწება, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით!