ჩინეთი რუსულ ნავთობს თანდათანობით ირანულით ანაცვლებს

ჩინეთი რუსულ ნავთობს თანდათანობით ირანულით ანაცვლებს

ჩინეთი რუსულ ნავთობს თანდათანობით ირანულით ანაცვლებს. ამის შესახებ გამოცემა „თეირან ტაიმსი“ სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, აგვისტოში ირანიდან იმპორტირებული ნავთობის მოცულობამ დღე-ღამეში მილიონ-ნახევარი ბარელი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია. ამავე მონაცემებით, იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებით, ირანულ ნავთობზე მოთხოვნილება ერთ-ნახევარჯერ არის გაზრდილი, რასაც ტრეიდერები ნავთობის დაბალ ფასს უკავშირებენ.

ირანულ ნათობს ჩინეთი 10%-იანი ფასდაკლებით ყიდულობს, რაც რუსულ ნავთობზე გაცილებით იაფი უჯდება.