აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში დაპატიმრებულ პოლ უილანს ტელეფონით ესაუბრა. რუსული მედიის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩომ დაადასტურა.
ბლინკენისა და უილანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პოლის ძმამ, დევიდ უილანმა გაავრცელა. მისი თქმით, პოლ უილანსა და ენტონი ბლინკენს შორის „გულწრფეული საუბარი“ გაიმართა.
როგორც CNN-ს დიპლომატიურ წრეებში საკუთარმა წყარომ განუცხადა, ბლინკენმა დაარწმუნა უილანი, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სამშობლოში მის დასაბრუნებლად.
2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.