დონალდ ტრამპი ბაიდენების ოჯახს ემუქრება. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელიც ბაიდენების დანაშაულებრივ საქმიანობას შეისწავლის.
ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში მის ოჯახს უცხოეთიდან 20 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული, რის გამოც მისმა კრიმინალურმა ოჯახმა პასუხი უნდა აგოს.