რუსეთის ციხეში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გამუდმებით აწამებდნენ. ამ შინაარსის სტატიას BBC აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი კვირის განმავლობაში ათობით უკრაინელ ყოფილ სამხედრო ტყვეს გაესაუბრა. მათ განაცხადეს, რომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ციხეში მუდმივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მსხვერპლნი იყვნენ.
BBC-თან ინტერვიუში ყოფილმა ტყვეებმა აღნიშნეს, რომ რუსების მხრიდან ყოველდღიური დაკითხვის პროცესი სასტიკ ცემასა და ელექტროშოკის გამოყენებას მოიცავდა.
უკრაინელი სამხედროების განმარტებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყვნენ როგორც მამაკაცი, ასევე ტყვე ქალები.