სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარზე ისინი სროლის მომსწრენი გახდნენ

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარზე ისინი სროლის მომსწრენი გახდნენ

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სროლის შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

ევროპული გაერთიანების მისიამ განმარტა, რომ სროლა იყო მისი პატრულირების ერთ-ერთ არეალში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

მანამდე სომხეთმა განაცხადა, რომ 15-ტ აგვისტოს აზერბაიჯანის არმიამ ორი ქვეყნის საზღვარზე დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალურმა ბაქომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა უარყო და ცნობა დეზინფორმაციად შეაფასა.