ადამიანი ცხოვრების მანძილზე უამრავი მატერიალური საჭიროების წინაშე დგება. ფუნდამენტური მოთხოვნების დაკმაყოფილებიდან საკუთარი საქმის დაწყებამდე, ნებისმიერი მიზანი ფინანსებთანაა დაკავშირებული. გენიალური იდეის განხორციელებასაც კი სულ მცირე დანაზოგი მაინც სჭირდება, რომლის დაგროვებაც საკმაოდ რთულია. მეტიც, ადამიანების ნაწილი გაცილებით უფრო უკეთ განკარგავს ფინანსებს მაშინ, როდესაც რამე ტიპის ვალდებულების დაფარვა დაგეგმილი გრაფიკით უწევს. აქედან გამომდინარე, სესხის აღება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
სანამ სესხის აღებას გადაწყვეტთ, ყურადღებით შეარჩით საფინანსო კომპანია და იმ პროვაიდერთან ითანამშრომლეთ, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ. გახსოვდეთ, რომ სესხი გრძელვადიან პერიოდში თქვენი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, ამიტომ მისი დაფარვა მძიმე ტვირთად არ უნდა გექცეთ.
MBC-ის მრავალფეროვანი სესხები
საქართველოში არაერთი საფინანსო ორგანიზაციაა, რომელთაგან MBC მრავალი წელია ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. გამარტივებული პროცედურებითა და პროფესიონალი გუნდის ჩართულობით, კომპანია ნებისმიერ მსურველს საჭირო სესხის აღებაში ეხმარება. ემბისიში სესხების მრავალფეროვანი არჩევანია, რომელიც უძრავი ქონების/ავტომობილის შესაძენად, საკუთარი საქმის დასაწყებად, ან სხვა ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ აიღოთ.
MBC-ის ბიზნეს სესხი
თუ გაქვთ საინტერესო იდეა და საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფინანსები არ გაქვთ, ემბისის ბიზნეს სესხის აღება გონივრული გადაწყვეტილებაა.
შესაბამისი უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში 2000-დან 100 ათას ლარამდე სესხი შეგიძლიათ აიღოთ. თუ უზრუნველყოფა ვერ წარმოადგინეთ, კომპანია 500-დან 10 ათას ლარამდე კრედიტს შემოგთავაზებთ.
ბიზნეს კრედიტის აღებას რამოდენიმე უპირატესობა აქვს:
- გამოცდილი ექსპერტების ჩართულობა, რომლებიც კაპიტალის სწორად დაბანდებაში დაგეხმარებიან;
- გამარტივებული პროცედურები და დისტანციური მომსახურება;
- გადახდის კლებადი გრაფიკი;
კომპანია ცდილობს მოერგოს თითოეულ მომხმარებელს, ამიტომ საფინანსო პროდუქტები მუდმივად იხვეწება.
ავტო სესხი ემბისიში
ავტომობილის შესაძენად წლობით ლოდინი საჭირო აღარ არის. მითუმეტეს, რომ მანქანა აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და ის ყოველდღიურ კომფორტთან ასოცირდება. განსაკუთრებით აუცილებელია ავტომობილი ოჯახებისთვის, რათა ყოველდღიური საქმეების შესრულება მძიმე შრომად არ იქცეს.
ემბისიში ავტო სესხის ასაღებად უნდა იყოთ 20 წლის, ან უფროსი ასაკის. ონლაინ განაცხადის წარდგენისას აუცილებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი და რეგისტრაციის მოწმობა. ამის შემდგომ უმოკლეს დროში კომპანიის წარმომადგენელი სატელეფონო ზარით შეგატყობინებთ პასუხს. ამასთან, ფილიალში ვიზიტი მხოლოდ თანხის აღების დროს დაგჭირდებათ.
MBC-ის იპოთეკური სესხი
MBC-ის იპოთეკური სესხი გრძელვადიანი კრედიტია, რომელიც უძრავი ქონების შესაძენად, რემონტისთვის, ქონების ვალის დასაფარად, ან სხვა მიზნისთვის შეგიძლიათ აიღოთ. ინდივიდუალურ შემოსავლებზე დაყრდნობით კომპანია გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს, რაც სესხის დაფარვას გაგიმარტივებთ.
MBC თანამშრომლობას გთავაზობთ იმ შემთხვევაშიც თუ უკვე სარგებლობთ კერძო იპოთეკარის მომსახურებით - იხდით მხოლოდ პროცენტს, ყოველთვიური შენატანით კი ძირ თანხას არაფერი აკლდება. ამ დროს შეგიძლიათ მარტივად გადაიტანოთ სესხი ემბისიში, გაიუმჯობესოთ პირობები და თავიდან აიცილოთ ხშირად კანონის გვერდის ავლით მოქმედ ე.წ. კერძო იპოთეკართან ურთიერთობა, რაც ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ხშირად ქონების დაკარგვითაც კი სრულდება ხოლმე.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საჭიროებისთვის კრედიტის აღებამდე სანდო კომპანიის შერჩევა უმნიშვნელოვანესი საკითხია.