ბანანის ტკბილი პური

ბანანის ტკბილი პური

ინგრედიენტები

4   ცალი ბანანი

2   ცალი კვერცხი

100   გრამი კარაქი

200   გრამი ფქვილი

100   გრამი შაქარი

1   ჩ/კ სოდა

100   გრამი ნიგოზი

10   გრამი ვანილი

მწიკვი მარილი

მომზადება

ჯამში მოათავსეთ კარაქი და შაქარი. ათქვიფეთ სანამ არ მიიღებთ კრემისებრ მასას.

დაუმატეთ კვერცხი და ბანანი. კარგად ათქვიფეთ.ჩაყარეთ ფქვილი, ვანილი, სოდა და მწიკვი მარილი. დაუმატეთ ნიგოზი.

კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ საცხობ ჭურჭელში.

მოათავსეთ ღუმელში 180˚ გრადუსზე 50-60 წთ. ისიამოვნეთ!