ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 19 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო ბრალი წაუყენა.
98-გვერდიანი საბრალდებო დოკუმენტი 41 პუნქტს მოიცავს და 20 წლიან სასჯელს ითვალისწინებს. საბრალდებო დასკვნას თავად ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, „თრუ სოშელში“ გამოეხმაურა და ბრალდებებს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.