შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას ირანში მსხვერპლი მოჰყვა

შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას ირანში მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას ირანში. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 7 კი დაიჭრა. შემთხვევა ქალაქ შირაზში მოხდა.

სამართალდამცველებმა ერთ ეჭვმიტანილი დააკავეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შემთხვევის ადგილი ძალოვანთა ალყაშია მოქცეული.