გადაიხადეთ ფინანსური სერვისები თვალის დახამხამებაში

გადაიხადეთ ფინანსური სერვისები თვალის დახამხამებაში

თანამედროვე ციფრულ სამყაროში აუცილებელია, რომ ციფრულ პლატფორმებს მარტივი ნავიგაცია ჰქონდეთ და თავი არ ამოვყოთ რთული პროცესების დაუსრულებელ ლაბირინთში. თიბისი ფეი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაცია იოლი ნავიგაციისა და დახვეწილი დიზაინის ხარჯზე. ამასთან, ამ პლატფორმაზე მუდმივად გვაქვს დაცულობის შეგრძნება, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე ფინანსურ სერვისებს ეხება.

რით გამოირჩევა თიბისი ფეის პლატფორმა?

  1. მარტივი და ინტუიციური ნავიგაცია

თქვენ ყოველთვის იცით, რა პროცესის გავლა გიწევთ, მარტივი UX კი გეხმარებათ სწრაფად შეასრულოთ ნებისმიერი ტრანზაქცია.

  1. მრავალფეროვანი ფინანსური სერვისები

თიბისი ფეიზე ფინანსური სერვისების კატეგორიაში ბევრი სხვადასხვა მომსახურება შეიძლება ნახოთ. ამ კატეგორიას აქ ასე ჰქვია “ბანკები, დაზღვევა, მიკროსაფინანსო” და, როგორც სათაური გეუბნებათ, ბევრ სხვადასხვა სერვისს მოიცავს. ესენია: დაზღვევის საფასურის გადახდა, სესხის დაფარვა, პრობლემური აქტივების მართვა და ა.შ. აქ ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ ჯარიმების საფასურიც.

  1. დაცული პროცესი

თიბისი ფეის პლატფორმა უსაფრთხოების უახლეს სისტემებს იყენებს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტრანზაქციების მაქსიმალურ დაცულობას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა საქმე საბანკო ბარათებთან გვაქვს.

  1. შეხსენების ფუნქცია

თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ შეხსენების ფუნქცია, რათა არ გამოგრჩეთ არცერთი მოახლოებული გადასახადი.

  1. ელექტრონული ქვითარი

ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის წარმატებით შესრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ელექტრონული ქვითარი და თავი უფრო დაცულად იგრძნოთ.

როგორც ხედავთ, თიბისი ფეიზე გადახდების მართვა მარტივია. რეგისტრაციაც სწრაფია და ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულებაც. უბრალოდ ეწვიეთ ვებგვერდს www.tbcpay.ge ან გადმოწერეთ აპლიკაცია.