წყალდიდობის გამო, ნორვეგიაში 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში სკანდინავიურ რეგიონში ძლიერი ქარი და ძლიერი წვიმა დაფიქსირდა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდა.
ხუთშაბათს მთავარი გზები გადაიკეტა და მატარებლის მიმოსვლა შეჩერდა სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილში. ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მეტი წყალდიდობაა მოსალოდნელი.
"წყალდიდობა ალბათ კიდევ რამდენიმე დღე იქნება პრობლემა", - განაცხადა ინგვილდ ვილამ, ნორვეგიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (NMI) სპეციალისტმა.