ირაკლი ქარსელაძე: პერიმეტრი შეძლებისდაგვარად ათვისებულია და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები განსაკუთრებით კოტეჯების პერიმეტრში

ირაკლი ქარსელაძე: პერიმეტრი შეძლებისდაგვარად ათვისებულია და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები განსაკუთრებით კოტეჯების პერიმეტრში

ახალი ლოკაცია, სადაც მუშაობა დავიწყეთ, ახალი ალტერნატიული გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„რეალურად, ვიტყოდი, რომ პერიმეტრი შეძლებისდაგვარად ათვისებულია და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები განსაკუთრებით კოტეჯების პერიმეტრში, ისევე, როგორც ზედა პერიმეტრში. ქვემოდანაც დავიწყეთ მუშაობა, ეს არის ის ახალი ლოკაცია, რომელიც საკმაოდ დიდი მასივია. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ქვაბულში მუშაობა. უბრალოდ ძალიან დიდი მასაა და წყლის შემცველობაც მაღალია, ძალიან თხელი მასაა. სამუშაოები კვლავ გრძელდება და რეალურად ეს არის ის სურათი, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს. ქვედა ლოკაცია მდებარეობს ახალი ალტერნატიული გზის მოპირდაპირე მხარეს და ზოგადად ყველა ის სამუშაო, რაც ახლა ხორციელდება, არის იმისთვის, რომ მოვძებნოთ და ვიპოვოთ ცხედრები“, - აღნიშნა ქარსელაძემ.