სკოლა „რეცას“ ხელმძღვანელი: ყოველ ზაფხულს გვაქვს ბანაკები. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ივაჟკაცეს და მეორე დღეს ყველა ბავშვი რუსთავში იყო

სკოლა „რეცას“ ხელმძღვანელი: ყოველ ზაფხულს გვაქვს ბანაკები. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ივაჟკაცეს და მეორე დღეს ყველა ბავშვი რუსთავში იყო

სკოლა „რეცას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩერქეზიშვილი შოვის სტიქიის დღეს იხსენებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ბანაკი უშუალოდ ეპიცენტრში არ იყო, მაშველებმა მთელი ბანაკის ევაკუაცია მალევე მოახდინეს.

„ყოველ ზაფხულს გვაქვს ბანაკები. ამ სტიქიური უბედურების დროს [მიწა] ჩვენამდე არ ამოსულა, მართალია, მაგრამ გაყოფილი იყო ბანაკები და მაშველებმა მესაზღვრეებმა ძალიან მაგრად ივაჟკაცეს. ნაწილი იმ ღამესვე გადმოიყვანეს ვერტმფრენით და შემდეგ მეორე. მეორე დღეს ყველა რუსთავში იყო. მუნიციპალიტეტიც ძალიან დაგვეხმარა. ორი დღის წინ ჩამოვედით მანქანების წასაყვანად, ოთხი სკოლის მანქანაა და ორი მშობლის. უვნებლად გამოვიყვანეთ“, - ამბობს ჩერქეზიშვილი.